პროექტები და ღონისძიებები

პროექტის სახელწოდება   _  წიგნიერება
პროექტის მთავარი იდეა _ მოსწავლეთა კარგ მკითხველად ჩამოყალიბების წინაპირობაა წიგნიერება. იგი არის ცვალებად კონტექსტში კითხვის, წერის, ინფორმაციის დამუშავების, იდეებისა და მოსაზრებების გამოთქმის, გადაწყვეტილების მიღებისა და პრობლემების მოგვარების უნარი იმ ცოდნის საფუძველზე, რომელსაც ადამიანი მთელი ცხოვრების განმავლობაში იძენს.

პროექტის აქტუალობა   _  ეტაპობრივად მოსწავლეებს უჩნდებათ კითხვები, რომლებზეც პასუხების პოვნაც უჭირთ, ეს პროექტი კი დაეხმარებათ მათ თავიანთი პრობლემების მოგვარებაში, რადგან, მათი საჭიროებიდან გამომდინარე, მიღებული ცოდნით შეძლებენ დაარეგულირონ ემოციური მდგომარეობა და ისწავლონ პრობლემებთან გამკლავება.

პროექტის მიზანი   _  მოსწავლეებმა შეძლონ მიღებული ინფორმაციის გაგება, ანალიზი, სინთეზი და შეფასება. შეძლონ  ინფორმაციის გაფილტვრა და დახარისხება, შეძენილი ცოდნის საჭირო დროს გამოყენება, პრეზენტაციის უნარ-ჩვევების დახვეწა მიღებული ინფორმაციის გასავრცელებლად და გასაზიარებლად, ანუ ცოდნისა და ემოციის რეალიზება.

მონაწილეთა ასაკი  _ 11-16 წელი

ვადები/ხანგრძლივობა  _ სასწავლო წლის განმავლობაში

მოსალოდნელი შედეგები/პროდუქტები, რაც შეიძლება შეიქმნას: ესეები, პლაკატები, წიგნის პრეზენტაციები, პროექტის ფარგლებში ჩატარებული ღონისძიებების ამსახველი ფოტოები. 
 პროექტისათვის საჭირო რესურსები:  წიგნები, კომპიუტერული ტექნიკა და პროგრამები. ფლაერები, საკანცელარიო ნივთები.

პროექტის მსვლელობა  _ 
 I. წლის დასაწყისში შეიქმნება კლუბი, რომელიც დაგეგმავს ღონისძიებებს.
II. კვირაში ერთხელ ჩატარდება კლუბის მეცადინეობა.
III. მონაწილეები ერთმანეთს გააცნობენ ნამუშევარს და მოამზადებენ მასალას პრეზენტაციისთვის. მიღებული რჩევების შემდეგ დახვეწენ ნამუშევარს და კლუბის სახელით წარუდგენენ სკოლის მოსწავლეებს და, აგრეთვე,  მეზობელი სკოლიდან მოწვეულ მოსწავლეებს, ან მათთან ერთად დაგეგმავენ პრეზენტაციებს.
IV. საბაზო და საშუალო საფეხურის მოსწავლეები დაწყებითი კლასის ბავშვებს წაუკითხავენ ასაკისათვის შესაფერის თხზულებებს და იმსჯელებენ მათთან ერთად.
V. თვეში ერთხელ კლუბი უზრუნველყოფს პოეზიის საღამოების ორგანიზებას.
VI. შეთანხმებისამებრ წავლენ ერთად სახლ-მუზეუმში (3-ჯერ წლის განმავლობაში)
VII. დაგეგმავენ ექსკურსიას წლის ბოლოს.  

საგნებთან და საგნობრივ ჯგუფებთან/ ეროვნულ სასწავლო გეგმასთან  _ 
 ტრადიციულ ტექსტებთან ერთად, მნიშვნელოვანი ადგილი დაიკავა მულტიმედიურმა ტექსტებმა – ტექსტებმა, რომლებიც ერთდროულად იყენებს ენობრივ, ხმოვან და ვიზუალურ საშუალებებს, რაც გულისხმობს ინფორმაციული ტექნოლოგიების გამოყენებას. გარდა ამისა, თანამედროვე მსოფლიოში წიგნიერება ყველაზე მძლავრი კულტურული იარაღია, რომელმაც ადამიანის ცხოვრების ყველა სფერო მოიცვა, ამ კუთხით მოსწავლე დაამყარებს კავშირს საზოგადოებრივ მეცნიერებებთან. აუცილებელია მოსწავლემ შეძლოს   ახალი სტილისა და მრავალგვარი ფორმის უცხოენოვანი ავტორების ტექსტების აღქმა-გააზრება, ინტერპრეტირება, გამოყენება, კულტურულ  სამყაროში ორიენტირება, სწორი არჩევანის გაკეთება (ინფორმაციის „გაფილტვრა“) და მიღებული ინფორმაციის კრიტიკულად შეფასება, რაც ხელს უწყობს კრიტიკული აზროვნების განვითარებას, რითაც მას, გარკვეულწილად, კავშირი ექნება რომელიმე უცხო ენასთან( რუსული, ინგლისური და სხვა).

პროექტის ხელმძღვანელი :  ქეთევან გონაშვილი
ხელმძღვანელის ელ.ფოსტა: qetevangonashvili@gmail.com
პროექტის ვებგვერდი/ბლოგი: qetevangonashvili.blogspot.com

No comments:

Post a Comment